მოგესალმებით,
ლიპომა კანქვეშ ვითარდება, თუმცა ზოგჯერ უფრო ღრმადაც ჩადის. უმეტესად მას ტკივილი არ ახასიათებს, თუ ის ცოტა ღრმად ან ნერვთან ახლოს არ მდებარეობს.
ლიპომა ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად წარმოიშoბა და მისი გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს.
თუ იგი დისკომფორტს და ტკივილის იწვევს, ცხიმოვანი წარმონაქმნების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული წესით არის შესაძლებელი. ძირითადად კეთდება დიდი განაკვეთი და იქედან ცხიმგროვა თავისი კაფსულიანად ამოაქვთ.
სიბრძნის კბილები ადამიანების უმრავლესობას ამოსდით 16-26 წლის ასაკში, იმ დროს, როდესაც ადამიანის ყბების ზრდა ჩერდება და სიბრძნის კბილები უბრალოდ აღარ ეტევა კბილთა მწკრივში. ამიტომ მათი ამოჭრა ან ხდება ანთების და ტკივილების ფონზე, ან საერთოდ არ ამოიჭრებიან და რჩებიან ყბის ძვალში, ამ უკანასკნელს რეტენირებული კბილები ეწოდება.
თუკი სიბრძნის კბილს არ ჰყოფნის ადგილი ვერ ამოდის, ან უარეს შემთხვევაში იწყებს მოტრიალებას, ქუდაკი რჩება, სივრცე ფართოვდება, ინფიცირდება და ვითარდება ანთება. აქედანაა ამოჭრასთან დაკავშირებული პრობლემებიც.
სიბრძნის კბილები მდებარეობს ისეთ ადგილას სადაც ბევრი სისხლძარღვი, ნერვი და უჯრედისია, რომლებიც ძალზედ მარტივად ინფიცირდებიან, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ თქვენი ყურისა და თავის ტკვილს, სიბრძნის კბილის პრობლემურობა იწვევს.
ლიპომასთან დაკავშირებით, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ქირურგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს და შაბათს.
ხოლო სიბრძნის კბილთან დაკავშირებით, მიჰყევით სტომატოლოგის რეკომენდაციებს, ხოლო თუ სიბრძნის კბილი პათოლოგიურია (რაზეც სტომატოლოგმა უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რენტგენის სურათის მიხედვით) შეგიძლიათ მობრძანდეთ უფასო კონსულტაციაზე ყბა–სახის ქირურგთან ხუთშაბათს.
გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,მტკივა მარჯვენა მხარეს დაბლა ყბა,ყური და თავი სულ გაბრუებული მაქვს,ყური გამორეცხეს,მითხრა ექიმმა რომ სიბრძნის კბილისგან არის ეს ყველაფერი,ოდნავ შემიშუპდა ლოყა,ამასთანავე ამ ლოყაზე მაქვს ლიპომა,ექიმმა თქვა რომ საოპერაციო არაა თავისთვის არის,ვეღარ გავიგე ამ ეტაპზე რომლის ბრალია ეს ტკივილი და შეშუპება
პასუხი: