კითხვა: გამარჯობათ, ვარ თქვენი ხშირი ,,პაციენტი" , მქონდა შეწყვეტილი ორსულობა ნაყოფის განვითარების პრობლემის გამო, მაინტერესებს ამ ყველაფრის შემდეგ რამდენად აუცილებელია მეუღლემ ჩაიტაროს ანალიზები, ან რა ანალიზის გაკეთებაა საჭირო.
პასუხი:
მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში, არაკორექტიული იქნება ჩვენი მხრიდან პასუხის გაცემა, რადგან სპონტანურ აბორტს იწვევს სხვადასხვა მიზეზი (ფიზიკური, ჰორმონული, გენეტიკური , პარტნიორთა შეუთავსებლობა , მედიკამენტური, ვირუსულ-ინფექციური და სხვა ) .
მობრძანდით ჩვენს კლინიკა " ახალი სიცოცხლეში" და გაიარეთ კონსულტაცია მეან - გინეკოლოგთან, რომელიც ანამნეზის და პროფესიული გასინჯვის საფუძველზე დანიშნავს კვლევებს და მოგცემთ რეკომენდაციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !