კოჭლობა

კითხვა: გამარჯობათ,მყავს 8 წლის ბიჭი,რომელმაც კოჭლობა დაიწყო (დაახლოებით 7 დღეა რაც კოჭლობს),მარჯვენა ფეხს ითრევს წელიდან,არაფერი არ სტკივა,რა არის კოჭლობის მიზეზი და რომელ ექიმს უნდა მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით!
კოჭლობა ხშირად უკავშირდება ტკივილს , რომელსაც იწვევს სისხლის არასაკმარისი მიწოდება, განსაკუთრებით ვარჯიშის დროს. ამ პროცესის დროს ზიანდება ქვედა კიდურების სისხლძარღვები. თავდაპირველად, ტკივილის შემჩნევა ხდება მხოლოდ ვარჯიშის დროს, თუმცა კოჭლობის გაუარესებასთან ერთად, ტკივილი შესაძლოა მოსვენების პერიოდშიც იჩენდეს თავს. ყველაზე ხშირად, კოჭლობა, არის პერიფერიული არტერიების დაავადების სიმპტომი.
თუ ეს არ არის ტრავმული სიმპტომი ( წაიქცა, ჩხუბის დროს დაუზიანდა წელის სეგმენტი ან ფეხი ) და როგორც თქვენ ამბობთ, არ ახლავს ტკივილი, მაშინ უნდა მიმართოთ ბავშვთა ნევროლოგს.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა