სპონტანური აბორტი

კითხვა: გამარჯობა. ვარ 31 წლის. მეორე ორსულობის დაგეგმვამდე გამოკვლევა ჩავიტარე - ექოსკოპია, ჰორმონებზე ანალიზი, ენდოკრინოლოგთან შემოწმება. პრობლემა არ გამოკვეთილა. ორსულობის მეექვსე კვირაში მქონდა სპონტანური აბორტი ( აბორტის ასატოდებლად ჩამიტარდა მკურნალობა -პროგესტერონი, პაპავერინი, ფორის მჟავა). ადგილი ჰქონდა ორ კვირიან სისხლდენას. ექოსკოპიაზე შემოწმების შემდეგ, ექ იმის თქმით გამოფხეკა ან გამოტუმბვა საჭირო არ გახდა. ემოციურად საკმაოდ მშვიდად ვარ. მართალია, ოვულაცია დაახლოებით 2 კვირაში აღდგება, მაგრამ მაინტერესებს რამდენ ხანშია სასურველი მეორე ორსულობა? წინასწარ მადლობა.
პასუხი:

სპონტანური ანუ თავისთავადი აბორტი – სამეანო პათოლოგიის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული სახეა მისი სიხშირე შეადგენს ორსულობის საერთო რიცხვის 2 – 8%-ს. თავისთავადი ანუ სპონტანური აბორტის მიზეზები ხშირად გაურკვეველი რჩება. მათ პათოგენეზში დიდი მნიშვნელობა აქვს სქესობრივი განვითარების შეფერხებას. სპონტანური აბორტის მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს ჰორმონური ფონის შეცვლა. ორსულობა არის პროცესი, როცა ორგანიზმში ხდება გადაწყობა ნაყოფის ზრდა-განვითარების უზრუნველსაყოფად. ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის დროს ორგანიზმი არ არის მზად და ირღვევა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირება – ჰიპოფიზის, საკვერცხეების და ა.შ. ეს კი განაპირობებს მომავალი ორსულობის დროს არაადექვატურ უზრუნველყოფას ენდოკრინული სისტემის მხრიდან. უხშირესად ეს გამოიხატება ყვითელი სხეულის ჰორმონის – პროგესტერონის უკმარისობით. შედეგად ორსულობა წყდება პირველ ტრიმესტრშივე. ამ გართულების თავიდან ასაცილებლად საკმარისია სასქესო ჰორმონთა გამოკვლევები და საჭირო კორექციების შეტანა.მუცლის მოშლის შემდეგ ქალი ჩვეულ ფიზიკურ ფორმას რამდენიმე დღეში იბრუნებს, მენსტრუაცია კი 4-6 კვირის შემდეგ აღდგება.
მუცლის მოშლიდან ორი კვირის განმავლობაში მოერიდეთ სქესობრივ კონტაქტს, ტამპონის გამოყენებას და საშოს გამორეცხვას. სპონტანური აბორტის შემდეგ, სასურველია შემდგომი ორსულობა დაგეგმოთ თქვენი მეან–გინეკოლოგის რეკომენდაციით. ალერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“, ჩაწერისა დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ 577 05 99 00. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა