ალერგია

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს რამ შეიძლება გამოიწვიოს გამუდმებით ხველა მაქვს, გრიპი არ მაქვს მაინც მახველებს, გადავიღე რენდგენი პილტვის, გულმკერდის ყველაფერი ნორმაში მაქვს, ჩიყვი ნორმაში (ეხოდან გამომდინარე) ანალიზები ნორმაში მაქვს, ყელის დათვალიერებითაც არაფერი, თუმცა ნერწყვის ყლაპვის დროსს დისკომფორთს ვგრძობ, რაიმეს სუნზე, სიცივეზე ამიტყდება გაუჩერებელი ხველა, ვერ გავიგე რისი ბრალია, ექიმების თქმიდან გამომდინარე ზრაფერი მაკვს საგანგაშო, ასევე ახველებს მუდმივად მამაჩემს, ჩემს დას, რამ შეიძლება გამოიწვიოს?
პასუხი:

მოგესალმებით! თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე , სავარაუდოთ საქმე ეხება ალერგიას. 

აღნიშნული დაავადება ყველაზე ხშირად გვხვდება რესპირატორული ანუ სასუნთქი გზების ალერგიის სახით.
ალერგიის გამომწვევ მიზეზთა შორის გასათვალისწინებელია საკვებ პროდუქტებზე ალერგია, თუმცა თქვენს შემთხვევაში, როგორც მონათხრობიდან ირკვევა, ვინაიდან მთელ ოჯახზე ვრცელდება ერთი და იგივე სიმპტომები, უფრო მეტად საფიქრებელია რესპირატორული ალერგია, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ჰაერში არსებული ძალზედ მცირე ზომის ალერგენებით – აეროალერ გენებით (მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვისა და ქერტლის ნაწილაკები, ობის სოკოს სპორები .
აეროალერგენების კონტაქტი ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანთან იწვევს ცემინებას, ცხვირში ქავილს, თხიერ გამონადენს ცხვირიდან, ხველებას, ფილტვებში ხიხინსა და მოხრჩობის გრძნობას. აეროალერგენებმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული კონიუქტივიტი, რასაც თან ახლავს თვალების ქავილი და ცრემლდენა;
გარდა ამისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს პოლინოზზე (ალერგია ყვავილებზე), იმ შემთხვევაში თუ სახლის პირობებში ახარებთ და უვლით მცენარეებს .
რაც შეეხება ყლაპვის დროს დისკომფორტს, სავარაუდოთ ადგილი აქვს ყელის ალერგიულ შეშუპებას .
გირჩევთ, მობრძანდეთ კლინიკაში ალერგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას.
სასურველია ვიზიტის დაგეგმვა წინასწარი ჩაწერით .
საკონტაქტო ტელეფონია 5 77 119 119 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა