მოგესალმებით!
პირის ღრუს სიმშრალე გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს ყლაპვის და საკვების მიღების გაძნელება, საუბრის შეზღუდვა, ასევე პაციენტი კარგავს გემოვნების შეგრძნებას. ნერწყვი გვეხმარება საკვების გადამუშავებაში. იგი შეიცავს საჭმლის მომნელებელ ფერმენტ ამილაზას, რომელიც ნახშირწყლების გადამუშავებას პირის ღრუშივე იწყებს, აკონტროლებს პირის ღრუს ბაქტერიებს, გვეხმარება ღეჭვასა და ყლაპვაში, გამოშრობისგან იცავს პირის ღრუსა და ყელის ლორწოვან გარსს.
როგორც აღნიშნავთ, სტომატოლოგური და ნევროლოგიური პათოლოგიები გამოირიცხა.
შესაძლებელია პირის ღრუს სიმშრალეს იწვევდეს:
• ფარინგიტი, რომლის დროსაც ხახის ლორწოვანი გარსი გამომშრალია;
• ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია;
• არასაკმარისი სითხის მიღება დღის განმავლობაში;
• ვიტამინების ნაკლებობა;
• თამბაქო.
პირის სიმშრალე იწვევს არამხოლოდ სანერწყვე ჯირკვლების პათოლოგიას, არამედ შესაძლებელია დარტყმა მიაყენოს ყველა ორგანოს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ მიმართოთ ექიმს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო-რინოლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, თუ გამოირიცხა ყელ-ყურცხვირის პათოლოგიები, მაშინ შესაძლებელია მკურნალობაში ჩაერთოს ენდოკრინოლოგიც. ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური და საჭიროების შემთხვევაში არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტი.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: უკვე მეორე წელია პირის ღრუში სიმშრალე და ლორწოვანზე ლორწოს შეგრძნება მაქვს,გემო რაღაც უცნაური.ხანდახან მომწარო ,ზოგჯერ ტუჩებზე ოდნავ დაბუჟების შეგრძნება მაქვს.ვიზუალურად არაფერი მემჩნევა ,მაგრამ ეს შეგრძნებები ძალიან შემაწუხებელია.სტომატოლოგმა არაფერი გაქვსო,ნერვოპათალოგმაც იგივე მითხრა,სისხლში შაქარი გადავიმოწმე და ნორმის ფარგლებშია,ვის მივმართო,რა შეიძლება მჭირდეს ?
პასუხი: