მოგესალმებით,
სოკოვან ინფექციას კანდიდოზის სახელითაც ხშირად იხსენიებენ. ამ მიკროორგანიზმს, ძალიან უყვარს ადამიანის ორგანიზმზე ან ორგანიზმში ცხოვრება. სოკოვანი ვაგინიტის დროს (ვაგინალურ კანდიდოზს რომ უწოდებენ) ქალს საშოს შეწითლება, ტკივილი, ქავილი და ხაჭოსებრი გამონადენი აწუხებს. ეს სიმპტომები განსაკუთრებით მძაფრად არის გამოხატული სქესობრივი კავშირის დროს ან მის შემდეგ.
შარდსასქესო ორგანოების კანდიდოზი უმეტესად დაავადებულთან ან ინფექციის მატარებელთან სქესობრივი კონტაქტით გადაედება, წესისამებრ, მაშინ, როდესაც იმუნური სისტემა დათრგუნულია, თუმცა, შესაძლოა დასნებოვნება სქესობრივი კონტაქტის გარეშეც.
მამაკაცებში შარდსასქესო კანდიდოზი აშკარა სიმპტომებით იშვიათად ვლინდება. კლინიკური სურათით იგი გონორეას ჰგავს, მაგრამ მასავით მწვავედ იშვიათად მიმდინარეობს. საინკუბაციო პერიოდი გრძელდება 4 დღიდან 2 თვემდე, უმეტესად 2-3 კვირა. დაავადება მიმდინარეობს ურეთრიტის, სასქესო ასოს ანთების (ბალანოპოსტიტის) სახით. პაციენტი უჩივის სიმძიმის შეგრძნებას ბოქვენის მიდამოში, ხშირია ტკივილი შარდვის დროს, შარდი მუქია, შესაძლოა, მასში იყოს სისხლის მინარევიც.
დისტანციურად მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს არაპროფესიული და არაეთიკურია.
თქვენს მიერ აღნიშნული ბეტადინის სანთლები, ლაქტაციის პერიოდში არაა რეკომენდებული, თუ ის სპეციალისტის მიერ არაა დანიშნული, რისკ–ფაქტორების გათვალისწინებით.
რაც შეეხება თქვენს მეუღლეს, გირჩევთ, თავი აარიდოთ თვითმკურნალობას და როგორც ერთმა ,ისე მეორემ ,მიმართოთ ექიმ–სპეციალისტებს .
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ, უფასო კონსულტაციები გინეკოლოგთან და უროლოგთან, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს.
ასევე გვაქვს გინეკოლოგიური აქცია, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციაზე, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. მაქვს სოკო და ბეტადინის სანთლების გამოყენებით რამდენად შედეგიანი იქნება მკურნალობა 1კვირიანი, თან ვარ მეძუძური 2,წლის ბიჭუნა ისევ მიირთმევს და რამდენად შეიძლება ამ სანთლების გამოყენება ლაქტაციის დროს? ასევე მაინტერესებს თუ შეუძლია მეუღლეს წაისვას პიმაფუცინის კრემი სოკოს დროს? მადლობა წინასწარ.
გამარჯობა. მაქვს სოკო და ბეტადინის სანთლების გამოყენებით რამდენად შედეგიანი იქნება მკურნალობა 1კვირიანი, თან ვარ მეძუძური 2,წლის ბიჭუნა ისევ მიირთმევს და რამდენად შეიძლება ამ სანთლების გამოყენება ლაქტაციის დროს? ასევე მაინტერესებს თუ შეუძლია მეუღლეს წაისვას პიმაფუცინის კრემი სოკოს დროს? მადლობა წინასწარ.
პასუხი: