მოგესალმებით,სავარაუდოდ საუბრობთ მილიუმზე, ეს არის რეტენციული ცისტა, წარმოქმნილი თმის ფოლიკულისა და ცხიმის ჯირკვლების გარქოვანებული მასით დაცობის შედეგად. მათი გაჩენის მიზეზი შეიძლება იყოს : ჰორმონული დარღვევა, დაქვეითებული იმუნიტეტი, არასწორი კვება და კუჭ–ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემა. არ შეეცადოთ მის სახლში მოშორებას. გირჩევთ, გაიკეთოთ სრული ლიპიდოგრამა ან სისხლში ქოლესტერინის დონის განსაზღვრა. თუ ქოლესტერინის დონე მომატებული იქნება, ეს მიუთითებს დისლიპიდემიაზე ანუ ცხიმოვანი ცვლის მოშლაზე, რაც სიმპტომატურ მკურნალობას საჭიროებს, რისთვისაც უნდა მიმართოთ ექიმს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც ვიზიტისას შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო ლაბორატორიულ კვლებს, ხოლო თუ საჭირო იქნება მკურნალობაში ჩართავს შესაბამის სპეციალისტს.
ჩვენი საკონტაქტო ნომერია 577 119 119 და 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით.სახეზე მაქ ცხიმ გროვა შესაძლებელია თუ არა მათი მოშორება ან განიკურნება თუ არა.მადლობთ წინასწარ.
პასუხი: