ბარძაყის არის დაბუჟება

კითხვა: გამარჯობა თქვენთან ერთი შეკითხვა მაქვს,მიბუჟდება მარცხენა ფეხის ბარძაყი ეს ხდებოდა ჯერ იშვიათად ეხლა კი სისტემატიურად,იქნებ მირჩიოდ რომელი სპეციალობის ექქიმთან მივიდე ან რა საშუალებებს მივმართო , წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი:

მოგესალმებით, 

თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე, ჩვენი რჩევა იქნება კონსულტაცია გაიაროთ ნევროლოგთან, რადგან ჩამოთვლილი სიმპტომები მიანიშნებს, რომ შესაძლოა ეს იყოს ხერხემლის პათოლოგია.

კიდურის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია და  უპირატესად ხერხემლის სვეტის  ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება, ასევე შესაძლებელია იყოს დისკოს თიაქარი ან მალების სპონდილოზი.დიაგნოზის დასასმელად შესაძლოა დაგჭირდეთ  ელექტრომიოგრაფია და ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსული  ტომოგრაფია.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე  ფასდაკლებას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

თუ გამოირიცხება ნევროლოგიური პათოლოგიები, შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს ანგიოლოგი, რომელთანაც აქციის ფარგლებში ვიზიტი უფასოა და ტარდება ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს.

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა