აპენდექტომიის შემდგომი პერიოდი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა ბავშვს გაუკეთე ბრანაწლავის ოპერაცია მაინტერესებს რამდენ ხანს არ შეიძლება ცეკვა
პასუხი:

მოგესალმებით, მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
მას შემდეგ, რაც ჩატარდება აპენდექტომია – ბრმა ნაწლავის კვეთა , ოპერაციის შემდგომი მკურნალობა მოიცავს რამოდენიმე დღეს, ინიშნება:

  • დიეტა;
  • ანტიბიოტიკოთერაპია;
  • ინფუზური თერაპია.

ოპერაციის შემდეგ პაციენტებმა რაციონიდან უნდა გამორიცხონ შემდეგი საკვები:

  • ცხიმიანი ხორცი და თევზი;
  • შემწვარი საკვები;
  • შებოლილი;
  • მწარე საკვები, სუნელები;
  • ცომეული;
  • მარილიანი და დამარინადებული პროდუქტი;
  • ცხიმიანი ყველი და რძე;
  • გაზიანი სასმელები.

რაც შეეხება ჰიპერაქტივობას და ცეკვას, ამის შესახებ რეკომენდაცია უნდა მოგცეთ თქვენმა მკურნალმა ექიმმა, მას შემდეგ რაც შემოწმდება ოპერაციის შემდგომი პერიოდი და მიმდინარე შეხორცებები.
მიმართეთ იმ კლინიცისტს, ვინც გაუკეთა ბავშვს ოპერაცია.


„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. ამიტომ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა