სკოლიოზი, სპონდილოზი

კითხვა: გამარჯობათ დამისვეს ხერხემლის ს სებური სქოლიოზი 2 ხარისხის გულმკერდის მალების მასეფორმირებელი სპონდილოზი 2 ხარისხის.როგორ შეიძლება მორჩენა ან მასაჟები ან რა შეიძლება გავაკეთო
პასუხი:

მოგესალმებით,

სკოლიოზი ხერხემლის სვეტის გამრუდებაა და იგი  საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს კუნთოვანი მასის განვითარების სისუსტით.

ხერხემლის სკოლიოზი ხშირად გვხვდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნერვული სისტემის შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაზიანებების დროს. სკოლიოზმა შეიძლება გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება. ასევე, ასიმეტრიის ზრდა, ოსტეოქონდროზი, თიაქარი და ყველაზე არასასიამოვნო კოსმეტიკური დეფექტი – კუზის განვითარება.

რაც შეეხება სპონდილოზს, ეს არის – ხერხემლის მალების სხეულების ნაპირებზე, ძვლოვანი წანაზარდები, რითაც  აღვნიშნავთ  ხერხემლის ზოგ მსგავს დეგენერაციულ დაავადებას, რომლებიც იწვევენ ზურგის ტვინის კისრის ნაწილსა და მიმდებარე ნერვულ ფესვებზე ზეწოლას.

სპონდილოზი ძირითადად ლოკალიზდება ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილში, შედარებით იშვიათად წელისა და კისრის ნაწილებში.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო  კონსულტაციაზე, თუ დაგჭირდებათ დამატებითი მაგნიტურ–რეზონანსული კვლევა, აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, აღნიშნულ კვლევაზე, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

გაცნობებთ, რომ ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ პარასკევს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, ნომერზე  577 119 119 ან 202 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა