მოგესალმებით!
არსებობს მეტყველების ფორმირების პერიოდში, ბავშვობის ასაკში _ 2-5 წლამდე აღმოცენებული, გაცილებით გავრცელებული და მოგვიანებითი პერიოდის, შეძენილი, ნეიროგენული (ვითარდება თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ან პათოლოგიის შედეგად) ენის ბორძიკი.
იგი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით გამოწვეული პათოლოგიაა, რომელთა შორის მნიშვნელოვანია: მემკვიდრეობა, სოციალური გარემო, შიში, სტრესი.
ენის ბორძიკის, როგორც სიმპტომის არსებობაზე მეტყველებს ის რამდენიმე სახის ცვლილება, რომელიც მებორძიკე ადამიანის თავის ტვინშია აღმოჩენილი:
● შეცვლილია ტვინის ზოგიერთი უბნის (მეტყველებაზე პასუხისმგებელი ბროკისა და ვერნიკის) მიკროსტრუქტურა.
● შეცვლილია ამავე ზონების ფუნქციური აქტივობა _ მეტყველებისას იმატებს მარჯვენა ნახევარსფეროს უბნების აქტივობა.
აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტებს: ნევროპათოლოგს და ლოგოპედს, ზედმიწევნით შეასრულოთ მათი რეკომენდაციები.
რაც უფრო სწრაფად მიაკითხავთ კვალიფიციურ სპეციალისტს, მით მაღალია პრობლემის სრულად მოგვარების ალბათობა.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.ჩემს 2 წლის და 5 თვის გოგოს 1 თვეა რაც უეცრად დაეწყო ენის ბორძიკი.თავიდან ძალიან შესამჩნევად ჰქონდა ეხლა შიგადაშიგ ხანდახან.მაინტერესებს სჭირდება წამლების მიღება თუ ბოლომდე ალაგდება??
პასუხი: