სიყვითლე

კითხვა: რისი მიზეზი არის როცა ადამუანს აქვს შარდი ძალიან მუქი და ხელები ეფხანება,ცოტა სიყვითლე აქვს და როგორ უნდა მოვიქცეთ
პასუხი:

შარდის ფერს შეუძლია უამრავი რაიმეს თქმა თქვენს ჯანმრთელობაზე. როდესაც თქვენი შადრის ფერი მუქდება, ეს ნიშნავს, რომ სხეული განიცდის დეჰიდრატაციას, გაუწყალობას. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა,რომელსაც დაუყონებლივ ყურადღება უნდა მიაქციოთ და აკონტროლოთ მიღებული წყლის დოზა ყოველდღიურად . აუცილებელია იცოდეთ ,მოშარდვის დროს სხეულიდან გამოდის დიდი რაოდენობით ტოქსინები ,სწორედ ამ მიზნით არასოდეს შეიკავოთ შარდი , და მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
რაც შეეხება სიყვითლეს , და მასთან ერთად ხელების ქავილს,უნდა ვივარაუდოთ,რომ საქმე ეხება ვირუსულ ჰეპატიტს ,კერძოდ A ან B ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეულ დაავადებას ,რომლის დიფერენცირებაც ექიმ–ინფექციონისტის პრეროგატივაა . სასურველია ასევე განხილული იყოს მექანიკური სიყვითლის არსებობა და გამოირიცხოს რაიმე ქირურგიული მიზეზი,თუმცა ეს საკითხიც ინფექციონისტთან კონსულტირების შემდეგ უნდა გადაწყდეს .
არ დააყოვნოთ და დროულად მიაკითხეთ ექიმ –ინფექციონისტს !
გმადლობთ ,რომ ენდობით ჩვენს კლინიკას ,გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა