მოგესალმებით,
დუგლასის ფოსო ანატომიური ფოსოა მცირე მენჯის ღრუში, კერძოდ, საშვილოსნოსა და სწორ ნაწლავს შორის. დუგლასის ფოსოში 5 მლ-მდე სითხე ფიზიოლოგიურად მიიჩნევა და პათოლოგიაზე არ მიუთითებს. საზოგადოდ, დუგლასის ფოსოში სითხის არსებობა ყველაზე ხშირად პოსტოვულაციურ პერიოდს ემთხვევა. მომწიფებული ფოლიკული ოვულაციის დროს სკდება და მისი შიგთავსი მცირე მენჯის ღრუში ჩაიღვრება, რაც ფიზიოლოგიურია და, რა თქმა უნდა, საშიში არ არის. დუგლასის ფოსოში არაფიზიოლოგიური ოდენობის სითხის არსებობა შესაძლოა ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესზე მიუთითებდეს. ესენია გარეთა ენდომეტრიოზი, საკვერცხის ცისტის აპოპლექსია (გასკდომა), საკვერცხის ცისტის შემოგრეხა, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებადი პროცესები, პელვიოპერიტონიტი, ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვა. დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია. ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ვიზიტზე ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან, რომელიც ანამნეზის შეკრების და ობიექტური გასინჯვის შემდეგ, დაგინიშნავთ მკურნალობას.
"ქირურგიის ეროვნულ ცენტრში" მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს. გაცნობებთ რომ, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ განახორციელოთ ვიზიტი, თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ვარ 56 წლის ქალი. დაახლოებით 5 წელია ციკლი არ მაქვს. ექოსკოპიამ საშვილოსნოში თავისუფალი სითხის არსებობა მიჩვენა . გთხოვთ გამარკვიოთ რას ნიშნავს და რა გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო.
პასუხი: