ყავისფერი გამონადენი დვრილიდან

კითხვა: გამარჯობა.რისი ბრალია ორივე მკერდის თავების ტკვილი? და ხელის ოდნავ მოჭერისას გამოდის მომწვანო მოყავისფრო სითხე.ადრე მქონდა მომატებული პროლაქტინი შეიძლება მაგისი ბრალი იყოს?მადლობა.ადრეც მქონდა გამსინჯეს და არაფერი არ არისო.ექოსკოპია არ გადამიღია
პასუხი:

 

მოგესალმებით,

ზოგადად, დვრილიდან გამონადენი ქალში, რომელიც არც ფეხმძიმედაა და არც ძუძუთი კვებაზე, არ არის ყველა შემთხვევაში პათოლოგიაზე მიმანიშნებელი, თუმცა  ამ დროს ექიმის შეფასება მაინც საჭიროა.

გამონადენი შეიძლება აღინიშნებოდეს ერთი ან ორივე ძუძუდან სპონტანურად ან ძუძუს დვრილის შეკუმშვის შემდეგ. დვრილიდან გამონადენი შეიძლება იყოს რძის მაგვარი, გამჭვირვალე, ყვითელი, მწვანე, ყავისფერი ან სისხლიანი.

დასაზუსტებელია, გამონადენი შეიმჩნევა თუ არა მენსტრუალურ პერიოდში, რადგან ეს შესაძლებელია ჰორმონულ ცვლილებებთან იყოს კავშირში.

შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებელად, გირჩევთ დროულად მიმართოთ ექიმს.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ მამოლოგიურ სკრინინგზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა