მოგესალმებით,
სისხლის საერთო ანალიზში დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ლეკოციტური ფორმულა. ლეიკოციტები სისხლში წარმოდგენილია გრანულოციტებით (ნეიტროფილები, ეოზინოფილები, ბაზოფილები) და აგრანულოციტებით (ლიმფოციტები და მონოციტები). თითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია აქვს და სხვადასხვა დაავადების დროს მათი რაოდენობა იცვლება.
ლიმფოციტების დიდი რაოდენობით სისხლში გადმოსვლა ხდება ვირუსული პროცესების, სისხლის დაავადებების დროს და ა.შ.
მონოციტები კი, სისხლის ყველაზე დიდი უჯრედებია. ისინი ანადგურებენ ცოცხალ და მკვდარ მიკრობებს, ანტიგენ-ანტისხეულების კომპლექსებს, რომლებიც ვირუსებთან, ბაქტერიებსა და მათ ტოქსინებთან ბრძოლისას წარმოიქმნება. მათი რაოდენობა იმატებს სეპტიური პროცესების, ლორწოვანის გაღიზიანების დროს.
რაც შეეხება თქვენი ბავშვის ანალიზის მონაცემებს ,იქ ცვლილებები უმნიშვნელოა .შესაძლებელია გადატანილი ვირუსული ინფექციის გამოძახილიც იყოს ,თუმცა იზოლირებულად ,მხოლოდ ამ პასუხებით ვერ ვიმსჯელებთ მდგომარეობასთან დაკავშირებით .მნიშვნელოვანია კლინიკური ნიშნები და თუ ბავშვს ამჟამადაც აქვს რაიმე ჩივილი და ზოგადი მდგომარეობის პათოლოგიური ცვლილებები ,მაშინ ცხადია საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა .ასეთ შემთხვევაში, მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, 6 წლის ბავშვს სისხლის საერთო ანალიზი გავუკეთე და ყველა მაჩვენებელი ნორმაშია მხოლოდ ლიმფოციტი არის 52.30 (ნორმა 22-51) და მონოციტი 12(ნორმა3-10)შეიძლება რაიმე იყოს ამ მაჩვენებლებით საშიში?
პასუხი: