კითხვა: გამარჯობა შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება ამიხსნათ საზღვარ გარეთ ვარ ჯირკვალი მაწუხებდა და სავადმყოფოში მივედი და სისხლის ანალიზები ამიღეს და მერე მითხრეს რომ სიმსივნე გაქვსო მკურნალობის შეიძლებაო და 5 წელიწადი სიციცხლის შანსი გაქვს მკურნალობის გარეშე...
პასუხი:
მოგესალმებით! თქვენს მონათხრობში დასაზუსტებელია თუ რომელ ჯირკვლშია წარმოქმნილი სიმსივნე, რა სტადიაზეა ის და ა.შ.
იქიდან გამომდინარე , რომ არ იმყოფებით საქართველოში, ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ისევ თქვენს ონკოლოგს, ვინც დაგისვათ დიაგნოზი და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს და მკურნალობის ტაქტიკას. თუ ჩამობრძანდებით საქართველოში, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მომართოთ "ქირურგიიის ეროვნულ ცენტრს" . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !