სისხლის საერთო ანალიზი

კითხვა: გამარჯობათ, მაინტერესებს რაზე მეტყველებს სისხლის საერთო ანალიზი? ანუ კონკრეტულად მაინტერესებს ის რომ თუ ორგანიზმში არის ვთქვათ სიმსივნე ან სხვა რამე ცუდი დაავადება ეს თუ აისახება სისხლის ანალიზში?
პასუხი:

მოგესალმებით! სისხლის საერთო ანალიზს სხვაგვარად სისხლის კლინიკურ ანალიზს უწოდებენ. მას ყველაზე ხშირად მიმართავენ სხვადასხვა დაავადების დიაგნოზირებისთვის. ამ ანალიზით განსაზღვრული პარამეტრები ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური ფაქტორების საპასუხოდ განვითარებულ ორგანიზმის რეაქციას ასახავს.

სისხლის საერთო ანალიზი გვიჩვენებს:
• ერითროციტების რაოდენობას,
• ერითროციტების დალექვის სიჩქარეს (ედს),
• ჰემოგლობინის შემცველობას,
• ჰემატოკრიტს,
• ლეიკოციტების რაოდენობას,
• ლეიკოციტურ ფორმულას.
სიმსივნური დაავადების არსებობასაც აქვს თავისი ლაბორატორიული ნიშნები,თუმცა ამის შესახებ ,კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში,უმჯობესია სპეციალისტის მიერ იქნეს შეფასება გაკეთებული .
დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩვენს კლინიკაში და ჩაიტაროს ლაბორატორიული კვლევა.,ხოლო შემდეგ აქვე აჩვენოს ექიმ–ონკოლოგს . დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა