საყლაპავის თიაქარი

კითხვა: გამარჯობა.მე დამიდგინეს ნათურის გამოკვლევით კუჭის საყლაპავის თიაქარი.როგორ მოვიქცე ესაჭიროები ოპერაცია თუ ექვემდებარება პრეპარატებით მკურნალობას.ან ვისთან შეიძლება რომ ჩავეწეროთ??
პასუხი:

მოგესალმებით,
საყლაპავის თიაქრის ზუსტი გამომწვევი მიზეზები უცნობია, სავარაუდოდ ის ასაკთან ერთად, დიაფრაგმის დასუსტების შედეგად ან მუცლის ღრუში მაღალი წნევის არსებობის ფონზე ვითარდება. საყლაპავის თიაქარი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა უფრო ხშირია 50 წელს გადაცილებულ პაციენტებში.
თვითონ საყლაპავის თიაქარს იშვიათად აქვს რაიმე შესამჩნევი სიმპტომი. თუმცა შეიძლება გამოიწვიოს გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის დაავადება.
ასეთ შემთხვევაში, საყლაპავის ბოლოში არსებული სარქველი სათანადოდ ვერ მუშაობს. ამ დროს, შესაძლოა საყლაპავი ძალიან დაზიანდეს, რადგანაც მისი დაცვა კუჭის წვენისგან სათანადოდ არ ხდება.
საყლაპავის თიაქარის ორი ძირითადი სახეობა არსებობს: მოძრავი საყლაპავის (აქსიალური) თიაქარი – თიაქარი, რომელიც გულმკერდის ღრუში ზევით-ქვევით მოძრაობს (შემთხვევათა 80%-ზე მეტი ასეთია) და პარა-ეზოგაფული საყლაპავის თიაქარი – ამ დროს კუჭი დიაფრაგმის იმ ხვრელში ადის, სადაც საყლაპავი მილი გადის (შემთხვევათა დაახლოებით 5-15%-ია ასეთი). არსებობს ,ამავე დროს ,შერეული ფორმაც.
თიაქრის მკურნალობა შესაძლებელია, როგორც მედიკამენტურად, ისე ქირურგიული წესით.
თქვენს შემთხვევაში, რომელი მეთოდი იქნება საჭირო, მიმოწერის რეჟიმში ვერ განვსაზღვრავთ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, გაიროთ ქირურგთან უფასო კონსულტაცია, სადაც სპეციალისტი, ობიექტური შეფასებისა და საჭირო კლინიკური კვლევების შემდეგ, თავად მოგაწვდით ინფორმაციას, მკურნალობის მეთოდის შესახებ.
ქირურგთან უფასო კონსულტაციის დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა