მოგესალმებით,
სტრეპტოკოკულ ფარინგიტს იწვევს ბაქტერია, რომელიც ცნობილია, როგორც Streptococcus Pyogenes. მას აგრეთვე A ჯგუფის სტრეპტოკოკი ეწოდება.
სტრეპტოკოკები ძალიან კონტაგიოზურები არიან. ისინი შეიძლება გავრცელდნენ ჰაერში წვეთების სახით , როდესაც ვინმე დააცემინებს ან დაახველებს და საზიარო საჭმლით ან საკვებით.
მკურნალობა კონსერვატიული და ადგილობრივია. იგი უმთავრესად კლინიკური სიმპტომების მოხსნას გულისხმობს, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაა საჭირო.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო –ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც უშუალო ვიზიტისას, შეკრებს ანამნეზს, დაათვალიერებს, პირის ღრუს და ხორხის ორგანოებს , როგორც ვიზუალურად, ისე ინსტრუმენტულად და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,მაინტერესებს განკურნებადია თუ არა ქრონიკული და სტრეპტოკოკური ფარინგიტი.მადლობა
პასუხი: