კითხვა: მოგესალმებით.მაინტრრესებს საშიშია თუ არა კიმერლის ანომალია..იცის თუ არა თავის ტკივილები...
პასუხი:
მოგესალმებით! კიმერლის ანომალია ხერხემლის აგებულების თავისებურება უფროა ვიდრე დაავადება,თუმცა მას ახასიათებს პათოლოგიური სიმპტომები, ისეთი როგორიცაა: თავბრუსხვევა, ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მეტყველების დარღვევა, მხედველობითი მოშლილობები, კოორდინაციის დარღვევა, კიდურების სისუსტე, შარდვის დარღვევა და ა.შ.
გირჩევთ მიმართოთ ვერტობროლოგს და ნევროპათოლოგს. კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგიძლიათ მობრძანდეთ პარასკევს უფასო კონსულტაციაზე, წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !