მოგესალმებით,
გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება დისტანციურად შეუძლებელია, თუმცა, ყველაზე ხშირად რექტალურ სისხლდენას ჰემოროი (ბუასილი) ან ანუსის ნაპრალი იწვევს, თუმცა სწორი ნაწლავის კიბომ, ანგიოდისპლაზიამ (ნაწლავის სისხლძარღვების ანომალია), მსხვილი ნაწლავის კიბომ, პოლიპმა, ყაბზობამ, კრონის დაავადებამ, დიარეამ, დივერტიკულოზმა (პარკისებრი გამოდრეკა ნაწლავის კედელზე), ნაწლავთა გაუვალობამ, პროქტიტმა და სწორი ნაწლავის ერთეულმა წყლულმაც შეიძლება გამოიწვიოს.
დამოუკიდებლად თვითმკურნალობა, მაშინ როდესაც არ იცით რა არის მიზეზი, არ არის მიზანშეწონილი.
თქვენს მიერ დასახელებულ პრეპარატებს გააჩნია როგორც ჩვენებები ისე უკუჩვენებები ,რომელთა გათვალისწინების გარეშე შედეგის მიღწევა შეუძლებელია .
რაც შეეხება თქვენს თხოვნას ,რომ ექიმთან მისვლამდე გირჩიოთ რაიმე ,აჯობებს შეწყვიტოთ პრეპარატების მიღება,დაიცვათ კვების რეჟიმი ,რომელიც თავიდან აგარიდებთ შეკრულობას და უზრუნველყოფს თხიერ და რეგულარულ დეფეკაციას . ასევე აუცილებელია ანუსის ჰიგიენა გრილი წყლის გამოყენებით .
წინა შეტყობინებაში გირჩიეთ მოგემართათ გასტროენტეროლოგისათვის, ამჟამადაც აჯობებს დიდხანს არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი ,წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გეტყვით რა გართულებები შეიძლება განვითარდეს .
შეგვიძლია შემოგთავაზოთ კუჭ–ნაწლავის სისტემის სრულყოფილი კვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე:
https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას გისურვებთ ჯანმრთელობას !