მოგესალმებით! (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) მსხვილი ნაწლავის ფუნქციურ მოშლილობათა კომპლექსია. ეს არის ნაწლავთა მამოძრავებელი აქტივობის ფუნქციური მოშლილობა.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ხანგრძლივი მკურნალობის შედეგი დადგება. მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სათანადო დიეტის შერჩევას. რეკომენდებულია უჯრედისით მდიდარი საკვები. მედიკამენტების მიღებას მაქსიმალურად უნდა ვარიდოთ თავი (გარდა აუცილებელი შემთხვევებისა). ტკივილის შემთხვევაში ინიშნება სპაზმოლიზური პრეპარატები, საჭიროებისამებრ - ცენტრალური ნერვული სისტემის მარეგულირებელი საშუალებებიც. მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიაც. კომპლექსურად გასტროენტეროლოგის და ნევროლოგის ერთობლივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოთ, სანამ არ ალაგდება პროცესი .
მთავარია, რომ იმედი არ დაკარგოთ . კომპელქსური მკურნალობის ფონზე გამოჯანმრთელების პროცესი დადგება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ კონსულტაცია როგორც გასტროენტეროლოგთან , ასევე ნევროლოგთან. დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით 577 119 119 ან 202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მაქვს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი+დისბაქტერიოზით,რის გამოც ხშირად მაქვს დიარეა, მიუხედავად დიეტისა და მედიკამენტებიტ მკურნალობისა, როდესაც მიმწვავდება . თითქმის ერთ წელზე მეტია ყოველდღიურად ვღებულობ ფერმენტებს, პრო- და პრებიოტიკებს, სანამ შეიძლება ამ წამლების მიღება? გტხოვტ, მირჩიოთ რამე.
პასუხი: