მოგესალმებით ! საკეისრო კვეთის შემდეგ განმეორებით ორსულობა თანამედროვე გაიდლაინებით რეკომენდირებულია 2 წლის შემდეგ, მაგრამ არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ეს დადგენილი ვადა ირღვევა და ქალები სრულიად ნორმალურად მშობიარობენ, თუმცა მიდგომა ინდივიდუალური გახლავთ – ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკერის მდგომარეობას, ორსულობის მიმდინარეობას, საშვილოსნოს კუნთოვანი სისტემის მდგომარეობას და ა. შ. ასე, რომ ეს საკითხი გინეკოლოგთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ.
რაც შეეხება საკეისროს შემდეგ ბუნებრივი გზით მშობიარობას, თუ მიზეზი, რომლის გამოც საკეისრო კვეთა ჩატარდა, აღარ არსებობს და ორსულობაც გართულების გარეშე მიმდინარეობს, თუ ექოსკანირება ცხადყოფს, რომ ნაწიბური სრულფასოვანია და არც ნაყოფია დიდი, ბუნებრივი მშობიარობა შესაძლებელია ( უკანასკნელ ხანებში რეკომენდებულიც არის), ოღონდ სასურველია, საკეისრო კვეთიდან 2 წელი მაინც გავიდეს. თუ ქალი 2-ჯერ და მეტად არის ნაოპერაციევი და უკანასკნელი ოპერაციიდან გასულია 5 წელი, ამ შემთხვევაში ბუნებრივი მშობიარობა სარისკოა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ასეთი ქალებიც მშობიარობენ ბუნებრივი გზით, თუ ექოსკოპია აჩვენებს, რომ ნაწიბური სრულყოფილია და ნაწიბურის არეში ტკივილები არ აღინიშნება. ოღონდ საჭიროა მშობიარობის დინამიკის მკაცრი კონტროლი.შეგიძლიათ მობრძანდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა "ახალ სიცოცხლეში ",სადაც მოგემსახურებიან კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც შეაფასებენ თქვენს მდგომარეობას და დაგეხმარებიან ორსულობის შემდგომი პერიოდის მართვაში. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით , გისურვებთ ჯანმრთელობას!