ჰიპერპროლაქტინემია

კითხვა: მოგესალმებით, მაქვს პროლაქტინი 28 და მაინტერესებს რამდენად საშიშია ეს მაჩვენებელი. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით!
პროლაქტინი პეპტიდური ჰორმონია, რომელიც უკავშირდება სპეციფიკურ რეცეპტორებს სასქესო ჯირკვლებში, ლიმფოიდურ უჯრედებსა და ღვიძლში., მისი გამოყოფა სწრაფად იზრდება ძილის, სტრესის, ორსულობის და გულმკერდის კედლის სტიმულაციის დროს, ასევე ტრავმის შემთხვევაში , თუმცა, სწრაფადვე უბრუნდება ჩვეულ მაჩვენებელს. პროლაქტინის ნორმული მაჩვენებლები 25-30 ნგ/მლ ფარგლებში უნდა მერყეობდეს. მაჩვენებლები განსხვავდება ლაბორატორიების მიხედვითაც და არა მხოლოდ ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით.
ჰიპერპროლაქტინემია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც იმატებს შრატის პროლაქტინის დონე.
ჰიპერპროლაქტინემიას შეუძლია გამოიწვიოს გალაქტორეა (რძის წარმოქმნა და სპონტანური გამოყოფა სარძევე ჯირკვლებიდან) და ნორმალური მენსტრუალური ციკლის დარღვევა, უნაყოფობა.
ჰიპერპროლაქტინემიის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს როგორც დისინჰიბიცია, ასევე პროლაქტინომის მიერ ჰორმონის გაძლიერებული გამოყოფა.
მკურნალობის მეთოდის არჩევა დამოკიდებულია როგორც მდგომარეობის სიმძიმეზე, ასევე სპეციფიკურ ფაქტორებზე, რასაც მიეკუთვნება პაციენტის ასაკი, სამედიცინო ისტორია და ზოგადი ჯანმრთელობა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, კვალიფიციური სპეციალისტი, შეკრებს ანამნეზს, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ დამატებით კვლევებს და შეარჩევს ჰიპერპროლაქტინემიის სამკურნალოდ მოწოდებული მეთოდებიდან შესაფერის მათგანს.
დამატებთი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა