მოგესალმებით,
თქვენი მონათხრობით მიხედვით თუ ვისმჯელებთ, შესაძლოა ჩივილის გამომწვევი იყოს დაღლილი ფეხების სინდრომი, რომელიც დღეს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემადაა მიჩნეული, განსაკუთრებით კი სუსტი სქესის წარმომადგენლებში.
მას ხვადასხვა სახის გამოვლინება აქვს, მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია:
- ფეხების დაბუჟება;
- ტკივილის და სიმძიმის შეგრძნება;
- შეშუპება წვივების და ტერფის მიდამოში.
ამ პრობლემის განვითარებაში მნიშვნელოვანია:
- მემკვიდრული ფაქტორი (ბრტყელტერფიანობა;
- უმოძრაობა;
- ჭარბი წონა;
- ნიკოტინის მოხმარება ;
- ალკოჰოლის მოხმარება;
- ყავის ჭარბი მოხმარება;
- რკინის დეფიციტი;
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;
- დიაბეტი.
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება რა თქმა უნდა შეუძლებელია, ამიტომ კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ სისხლძარღვების დოპლერზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/aqcia-siskhldzarghvta-qirurgiashi-/16390
კვლევის ჩატარების შემდეგ, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებული მკურნალობა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/angiologia/21
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!