ქრონიკული არტერიული უკმარისობა - ანგიოლოგია

კითხვა: გამარჯობა გილოცავთ ახალ წელს შობას ბედობას ნალისღების დღესასწაულს მრავალს დაგასწროთ ღმერთმა თქვენთან თუ კეთდება გულსისხლძარღვთა ოპერაცი და რა ჯდება საყოველთაო თუ აფინანსებს ოპერაცას ეხლა რაც შეეხება ჩემ პრობლემას ვენენების გადსკვნა მაქვს სასწაული 3-დღის უკან გადამესვნა ვენა დღის განმავლობაში 3- ჯერ საშინელი ტკვილები მქონდა.არ მქონდა ის ბრიტვას რომ ეძახიან თორემ მზად ვიყავი გადამეჭრა ვენა და გამეშვა სისხლი. სახლში მეუბნებია ნამეტან შაქრიანს სვამ და იმან იცის ესო შაქარი გაქვს პოტრომბინი გაქვს ჩაი და ყავას სვამ შაქრიანსო ფეხების მოყინვაც მაქვს თან რაც არ უნდა თბილი ჩავიცვა წინდა და თბილი ბატინკა მაინც მეყინება ფეხები. იმას მეუბნებიან როცა ვენა გადაგესკვნება სისხლი უნდა გაუშვა და მოგეშვებაო ეხლა მაინტერესებს თქვენი აძრი ამ საკითხზე როგორ მოვიქცე ვის მივმართო გავიკეთო ოპერაცია თუ არა
პასუხი:

მოგესალმებით,
ის , რასაც თქვენ „ვენების გადასკვნას“ უწოდებთ, სინამდვილეში შესაძლოა არტერიებს უკავშირდებოდეს, კერძოდ კი , ქრონიკულ არტერიულ უკმარისობას, რომელიც არის ერთ-ერთი, ძალიან სერიოზული პრობლემა დღესდღეობით არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში. ამ დაავადებას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რომელთა ჩამონათვალიც შორს წაგვიყვანს, თუმცა წამყვანი არის ორი მიზეზი: ათეროსკლეროზი და დიაბეტი.
ქრონიკული არტერიული უკმარისობის სიმპტომებია: ტერფების გაცივება, დაბუჟება, ტკივილი და დისკომფორტი.
იმისთვის, რომ მკურნალობის კურსი დაინიშნოს, პირველ რიგში გამომწვევი ფაქტორი უნდა დავადგინოთ, ამიტომ შემოგთავაზებთ, სისხლძარღვების დოპლეროგრაფიაზე ფასდაკლებას, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti--

კვლევის ჩატარების შემდეგ, ექიმი–სპეციალისტი მოგახსენებთ მკურნალობის მეთოდის, ოპერაციული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში კი, ღირებულების და დაფინანსების მოპოვების გზების შესახებ ინფორმაციას. 

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა