თერმორეგულაციის დარღვევა - ანგიოლოგია

კითხვა: ფეხის ტერფებში მაქვს სიცივის შეგრძნება,ხელის დადებისას ზემოდან თბილია.გამწვავების პერიოდში მიჭირს სიარული, თითქოს ქვებზე ვადგავ ფეხს,რომელ სპეციალისტს მივმართო, მირჩიეთ,რა დაავადებაა ეს
პასუხი:

მოგესალმებით,
თერმორეგულაციის მექანიზმის დარღვევა – ყველაზე ხშირად სისხლძარღვების პათოლოგიებთანაა დაკავშირებული. სისხლის ცუდი მიმოქცევის გამომწვევ დაავადებებს შორის გვხვდება:

  • გულ–სისხლძარღვთა სისტემაში დარღვევები;
  • ვეგეტო–სისხლძარღვოვანი დისტონია;
  • ნერვული მოშლილობები;
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • ჰიპოტენზია (დაბალი წნევა);
  • ათეროსკლეროზი; 
  • არტერიული უკმარისობა.

თუ ცივ ტერფებს ახლავს თან ოფლიანობაც, ეს ენდოკრინული სისტემის პათოლოგიაზე მეტყველებს, ამ დროს საჭიროა, ჩაიტაროთ ანალიზი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე.
ასევე, ტერფების სიცივის გამომწვევი შესაძლოა, იყოს რკინადეფიციტური ანემია.
სასურველია, პირველ რიგში კონსულტაცია გაიაროთ შემდეგ სპეციალისტებთან:

  • ანგიოლოგი;
  • ენდოკრინოლოგი.

შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც დიაგნოსტირდება ჩივილების გამომწვევი მიზეზები და დაგენიშნებათ შესაბამისი, ინდივიდუალური მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა