სიმაღლეში ზრდის პრობლემა

კითხვა: მოგესალმებით ვარ 15 წლის გოგო მაქვს სიმაღლის პრობლემა მიუხედავად იმისა რომ ვვარჯიშობ და კარგადაც ვიკვებები. გენეტიკის მხრივ მყავს საშუალო სიმაღლის მშობლები თუმცა მე 1.50 ვარ, მინდა მირჩიოთ რაიმე გზა თუნდაც მედიკამენტები რომელიც ხელს შემიწყობს სიმაღლეში ზრდაში .
პასუხი:

მოგესალმებით,
ადამიანის სიმაღლეზე მოქმედებს როგორც გენეტიკა, ისე გარემო ფაქტორები.
სულიერად ნუ გატყდებით რადგან არავინ იცის რა სიმაღლის გაიზრდებით თქვენი ფიზიკური სიმწიფის (23-26 წლის) დასრულებამდე.
თავი აარიდეთ ისეთ გარემო მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება სიმაღლეში ზრდა შეაფერხონ.
აუცილებელია სწორი და ჯანსაღი კვება, რომელსაც , როგორც მოგვითხრობთ , აქტიურად მიჰყვებით.
მიმოწერის რეჟიში, მედიკამენტებსა და ვიტამინებზე მითითებას ვერ მოგცემთ.
თუმცა, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის კურსს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა