მხრის ტკივილი

კითხვა: გამარჯობა, მაწუხებს მარჯვენა ხელი, განსაკუთრებით მიჭირს ხელის უკანა მხარეს გადატანა მოძრაობის დროს. ვსვამდი loxitan15-ს 10 დღის განმავლობაში, რამაც ტკივილები შეამცირა, ტკივილი იწყება მკლავის ზედა ნაწილის ბეჭთან შეერთების ადგილას. რა შეიძლება იყოს, ნერვის თუ სახსრის ანთება?
პასუხი:

მოგესალმებით,
მხრის ტკივილი მოიცავს ნებისმიერ ტკივილს, რომელიც აღმოცენდება მხარში ან მის გარშემო.
მხრის ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს უშუალოდ სახსრიდან ან მის გარშემო მდებარე ნებისმიერი მყესიდან, იოგიდან და კუნთიდან. ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც ხერხემლის ამ მონაკვეთის თავისებური ანატომიური აგებულების ბრალია.
კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტული იქნება. კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნეიროქირურგთან და ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია ყოველ პარასკევს.
უშუალო ვიზიტისას ექიმი შეკრებს ანამნეზს, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ამის შემდეგ კი, დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
ჩასაწერად დაგვიკავშირდით 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა