სიელმე

კითხვა: ჩემს შვილს აქვს სიელმე აღმოაჩნდა ორი წლის ასაკში ექიმთან მივიყვანე და თქვა მხედველობაზე პრობლემა.არაქვსო მარტო სიელმეზე ვნიშნავთ სათვალესო დაუნიშნეს +1,5 თუ მხედველობაზე პრობლემა არაქვს გარდა სიელმისა სწორია ეს ზომა რომ დანიშნეს?
პასუხი:

მოგესალმებით,
სიელმე არის თვალის გარეთა მამოძრავებელი კუნთების დისჰარმონია, ანუ ჰარმონიული მოძრაობის დისბალანსი, როდესაც თვალის კაკლები ვერ ასრულებენ სინქრონული მოძრაობის ფუნქციას. ეს შემაწუხებელია არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მისი მშობლებისთვისაც. როცა სიელმე ადრეულ ასაკში ვლინდება, საჭიროა მისი დროული კორექცია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კოსმეტიკური დეფექტია, არამედ იმიტომ, რომ სიელმემ შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის მკვეთრი დარღვევა - ამბლიოპია, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა მხედველობითი ინვალიდობის მიზეზადაც კი იქცეს.
არსებობს დაახლოებით 20 სახეობის სიელმე, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან წარმოშობის მიზეზებით და განვითარების მექანიზმებით. აქედან გამომდინარე მკურნალობაც სხვადასხვაა.
დისტანციურად სათვალის ოპტიკური მაჩვენებლის სიზუსტესთან დაკავშირებით, პასუხს ვერ გაგცემთ.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა