ჩუტყვავილა

კითხვა: გამარჯობა ჩემს მეუღლეს (29წლის) 1 თვის წინ ქონდა ჩუტყვავილა, დარჩა სახეზე ე.წ ღრმულები, როგორც ვიცი ლაქების გაქრობას ჩუტყვავილის შემდეგ 2-3 თვე ჭირდება, მაგრამ ღრმულები დარჩება. ახლახან გავიგე რომ არსებობს წამალი მალამო რომლითაც შეიძლება ეს ღრმულები შეივსოს, თქვენ რას მირჩევთ? ან რომელი წამალია ეფექტური რომ მითხრათ
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩუტყვავილა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზომიერი ცხელება, ასევე კანსა და ლორწოვან გარსებზე გამჭვირვალე და სითხის შემცველი წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი.
ნფექციის გადაცემა ჰაერ–წვეთოვანი გზით ხდება.
ჩუტყვავილას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულება მეორეული ბაქტერიული ინფექციაა. ამ დროს სხეულზე ჩირქოვანი გამონაყარი ჩნდება და შესაძლოა, აბსცესიც კი ჩამოყალიბდეს. ასეთი გართულება თავიდან რომ აიცილოთ, საჭიროა წყლის რეგულარული გადავლება და ანტისეპტიკური ხსნარებით კანის გასუფთავება, ოღონდ ფრთხილად, ბუშტუკები რომ არ დააზიანოთ.
თქვენს მიერ აღნიშნული „წამალი მალამო რომლითაც შეიძლება ეს ღრმულები შეივსოს“ ფართოდ გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში და არის ძირითადად ნაწიბურებისათვის განკუთვნილი, მაგალითად: კონტრაქტუბექსი, ბლიზინი, დერმატიქსი, ციკატრიქსი. ასევე, ღრმულების ამოსავსებად იხმარება ჰიალურონიდაზის შემცველი პრეპარატები, მათ შორისაა კურიოზინის გელი, აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგი იქნება დერმატო-კოსმეტოლოგთან ვიზიტი.
ჩვენი კლინიკა, არ არის დაკავებული ესთეტიკური მედიცინით და შესაბამისად რაიმე რჩევას ამ მიმართულებით ვერ შემოგთავაზებთ.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა