მოგესალმებით,
ყველა პაციენტს თავისი ინდივიდუალური და შესაბამისი მკურნალობა ენიშნება, აქედან გამომდინარე, რომელიმე ხსნარმა თქვენს მეგობარს თუ მდგომარობა გაუუმჯობესა, თქვენს შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს გაუარესება.
ჩვენს კლინიკაში, მსგავს მეთოდს არ ვიყენებთ, ამიტომ რეკომენდაციას ვერ გავუწევთ.
სასურველია თუ დაელოდებით მამოლოგთან კონსულტაციას და თქვენზე მორგებულ მკურნალობის კურსს მიჰყვებით.
ანოტაციის მიხედვით, თქვენს მიერ აღნიშნული „რივანოლი“ და მარილიანი ხსნარი , ძირითადად გამოიყენება კოკებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ, აგრეთვე პროფილაქტიკური მიზნით ქირურგიულ, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ, ოფთალმოლოგიურ, დერმატოლოგიურ, ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში, ახლად დაინფიცირებული ჭრილობების დასამუშავებლად.
თავად აღნიშნავთ, რომ ტკივილი არ გაქვთ, არც მკვეთრად გამოხატული სიწითლე, წვა და ა.შ, ანუ თქვენს მიერ აღნიშნული ხსნარები რისთვისაც გამოიყენება, (ანთება, მასტიტი) ის სიმპტომები არ აღგენიშნებათ.
ჩვენი თხოვნა იქნება, ნუ მიმართავთ ისეთ ღონისძიებებს, რასაც თანამედროვე მედიცინა არ იყენებს პრაქტიკაში და საზიანო იქნება თქვენთვის.
წინა შეკითხვის შემდეგ, კლინიკაში დაგვემატა მამოლოგიური სკრინინგ აქციები, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ყველაზე მიზერულ ფასად, ვრცლად შეგიძლით იხილოთ ბმულზე:
სარძევე ჯირკვლის სკრინინგ გამოკვლევა: https://kirurgia.ge/article/31402/oqros-standartad-aghiarebuli-kvlevebi-simbolur-fasad-%E2%80%93-daamarckhet-dzudzus-kibo-qirurgiis-erovnuli-centris-dakhmarebit-
მამოლოგთან ვიზიტი + ექოსკოპიური კვლევა: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-
და აქცია რომელიც წინა შეტყობინებაშიც შემოგთავაზეთ: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !