მოგესალმებით!
არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც არტერიული წნევის მაჩვენებლები მყარად იმატებს.
წნევის მომატების ცალკეული ეპიზოდები არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებას არ ნიშნავს. მართალია, ქრონიკული სტრესი, რომელიც ხშირად რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს და უარყოფით ემოციებს უკავშირდება, არტერიული ჰიპერტენზიის ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ წნევის მომატების ცალკეული შემთხვევები, რომლებსაც ეპიზოდური ხასიათი აქვს და მჭიდრო კავშირშია სტრესთან ან ორგანიზმის გადაძაბვასთან, დაავადებად არ მიიჩნევა. ეს მხოლოდ ორგანიზმის რეაქციაა სტრესზე.
არტერიული წნევის ციფრების მომატებას დაავადების სხვადასხვა ფორმის დროს სხვადასხვა მიზეზი აქვს. ეს შეიძლება იყოს ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ნივთიერებათა ცვლის მოშლა ან ქსოვილებში იონური წონასწორობის დარღვევა. ჰიპერტონიული დაავადება დაკავშირებულია თავის ტვინის ქერქის იმ უბნების ფუნქციურ ცვლილებებთან, რომლებიც პასუხს აგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კერძოდ, სისხლის წნევის, რეგულაციაზე.
არტერიული ჰიპერტენზიის დადგენისას, ტარდება ელექტროკარდიოგრაფიული კვლევა, შარდის საერთო ანალიზი, განისაზღვრება სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის, კრეატინინის, კალიუმის შემცველობა. ტარდება ექოკარდიოსკოპია. გარდა ამისა, შესაძლოა, პაციენტის მდგომარეობის, არტერიული ჰიპერტენზიის გართულებათა გათვალისწინებით , საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევები, რასაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ექიმი განსაზღვრავს.
თქვენს შემთხვევაში, თუ რა არის გამომწვევი ფაქტორი, არტერიული ჰიპერტენზიისა, დისტანციურად რთული სათქმელია.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს და შეატყობინოთ მკურნალობის შედეგის შესახებ.
პირველ რიგში სავარაუდოდ უნდა გამოირიცხოს, მიოკარდიუმის პათოლოგიები.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ გულ–სისხლძარღვთა სისტემის კვლევას 166 ლარის ნაცვლად 99 ლარად.
კვლევაში შედის:
1. ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
2. ექოკარდიოგრაფია;
3. ელექტროკარდიოგრაფია;
4. გლუკოზას განსაზღვრა სისხლში;
5. ლიპიდური სპექტრი;
6. კრეატინინი;
აქცია ძალაშია ყოველ შაბათს!
გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25 , რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!