შფოთვა, ნევროზი

კითხვა: მოგესალმებით. მაქვს ნევროზული ხასიათის სიმპტომები. ხშირად უმიზეზოდ ვარ დაძაბული და ვშფოთავ.ხანდახან ძილის დროს მეღვიძება კიდეც. და რა დამამშვიდებელს შემომთავაზებდით??? გმადლობთ ...
პასუხი:

მოგესალმებით,
შფოთვა ეს არის ბუნდოვანი, უსიამოვნო ემოციური მდგომარეობა, რომელიც მოვლენების უსიამოვნო განვითარების მოლოდინით, ცუდი წინათგრძნობით, დაძაბულობით და სიმშვიდის დაკარგვით ხასიათდება.
უმიზეზო შფოთვა, ეს არ არის უბრალოდ მღელვარება, არც შიში რაიმე კონკრეტულის ობიექტის, მოვლენის მიმართ, თუმცა შიში შფოთვას, საკმაოდ ხშირად თან ახლავს.
სავარაუდოდ, ძილის პრობლემები დაკავშირებულია ნევროზებთან - ეს არის შექცევადი ხასიათის ფუნქციური ფსიქოგენური დარღვევებით მიმდინარე დაავადებათა ჯგუფი, რომლებიც აღმოცენდება ფსიქიკური ტრავმის ზემოქმედების შედეგად და მიმდინარეობს უგუნებობით, ხასიათის ცვალებადობითა და სომატოვეგეტატიური გამოვლინებებით.
მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, მათი უმეტესობა გაიცემა მხოლოდ აფთიაქიდან რეცეპტის საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში არის კანონდარღვევა და დასჯადია.
იმისათვის რომ დავადგინოთ თქვენი უძილობისა და ნევროზების გამომწვევი ზუსტი მიზეზი და ინდივიდუალური მკურნალობისათვის მოგცეთ რეკომენდაცია, შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია პარასკევს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა