შესაძლო ალერგია

კითხვა: გამარჯობათ.თმის შეღებვის დროს კანიდან წამომივიდა ცოტაოდენი სისხლი, თმები მაშინვე დავიბანე და აღმოჩნდა რომ ძალიან პატარაზე მაქვს გაკაწრული თავის კანი,მაინტერესებს საშიშია თუ არა და რა შეიძლება გავაკეთო?
პასუხი:

მოგესალმებით!
სავარაუდოდ, თმის შეღებვამდე დაზიანებული გქონდათ მცირე მონაკვეთი, საღებავის დატანისა და ჩამოვარცხნის შემდეგ კი გაღიზიანდა ამიტომ აღინიშნებოდა სისხლდენა.
როგორც მოგვითხრობთ, წასმული მასა მალევე ჩამოიბანეთ, თუ ამის შემდეგ 48 საათის განმავლობაში, კანზე გაჩნდა ალერგიული რეაქცია (ადგილის ან მის გარშემო გაწითლება, წვა, ქავილი, შეშუპება, გაღიზიანება), თუ შენიშნეთ სწრაფად გავრცელებადი გამონაყარი, თავბრუსხვევა, შეინიშნება არათანაბარი სუნთქვა და/ან შეშუპება თვალების გარშემო / სახის მიდამოებში, გაგიჩნდათ ბებერები და / ან თავის კანის ”სისველის” სინდრომი - დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ ალერგოლოგს.
თუ ამ დრომდე არაფერი გამოვლენილა, მაშინ საშიშროება ჩავლილია და სანერვიულოც არაფერია.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა