მოგესალმებით,
ჰისტეროსკოპია წარმოადგენს ნაკლებად ინვაზიურ პროცედურას, რომლის დროსაც სპეციალური ენდოსკოპით საშვილოსნოს ყელის გავლით ექიმი შედის საშვილოსნოს ღრუში და ათვალიერებს მის კედლებს. პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში ხდება შესაბამისი ქირურგიული ჩარევა.
ისევე, როგორც ლაპარასკოპიის დროს ტელე-ვიდეო აპარატურის გამოყენებით გამოსახულება ტელეეკრანზე მიიღება. ჰისტეროსკოპის სპეციალური არხის საშუალებით შესაძლებელია საშვილოსნოს ღრუში შესაბამისი ინსტრუმენტების შეყვანა და ისეთი მანიპულაციების წარმოება როგორებიცაა: ენდომეტრიუმის პოლიპის ამოკვეთა, არსებული შეხორცებებისა და ძგიდის გაკვეთა, სუბმუკოზური კვანძის მოკვეთა და სხვა.
მისი ღირებულება დამოკიდებულია ძალიან ბევრ ნიუანსზე, რომელიც მხოლოდ უშუალო ვიზიტისას უნდა დაზუსტდეს.
რაც შეეხება ტკივილს სქესობრივი აქტის შემდეგ, ენდომეტრიუმის პრობლემის გარდა შესაძლოა ასევე იწვევდეს:
● საშოს ლორწოვანის ანთება - ასეთ ანთებას ინფექციური პათოლოგიები იწვევს, ამიტომ კარგი იქნება ნაცხის ბაქტერიოლოგიური ანალიზი;
● ანთების შემდგომ განვითარებული შეხორცებები;
● მშობიარობის შემდგომი ნახეთქები, ტრავმები, ნაკერები;
● მენჯის ნერვების ნევრალგია;
● ბართოლონის სეკრეტის არასაკმარისად გამოყოფა და ა.შ.
დისტანციურად რთულია ზუსტი დიაგნოზის დასმა, ამიტომ, შემოგთავაზებთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მიმდინარე აქციას, რომლის ფარგლებშიც გინეკოლოგთან ვიზიტი უფასოა.
მობრძანდით კონსულტაციაზე, შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა და გინეკოლოგი თავად გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავად.
გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა.რა ღირს თქვენს კლინიკაში ჰისტეროსკოპია ლაპარასკოპიის გაკეთება და საყოველთაო დაზღვევა თუ მოქმედებს.უშვილობასთან დაკავშირებით მინდა.გაკეთებული მაქვს თითქმის ყველაფერი მიზეზიც არაფერია მაგრამ ორსულად არ ვყოფილვარ 4წლის განმავლობაში.ურთიერთობის დროს ტკივილს ვგრძნობ და ციკლის დროსაც ვიცი ტკივილი.ამიტომ ვფიქრობ ენდომეტრიუმის პრობლემა ხოარ მაქვს.მადლობა წინასწარ.იმედია პასუხს მივიღებ.
პასუხი: