ვიზიტი ნეიროფსიქოლოგთან

კითხვა: მოგესალმებით. ჩემს 81 წლის დედას შეხვდა გერპესვირუსი . აქვს გართულებული ფორმით. გამონაყარი აქვს მუცლის და წელის მიდამოებში. რაიონში იყო მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში 10 დღით ახლა სახლშია. ვუმუშავებთ"ზელიონკით დ ზოვარექსის მალამოთი. ასევე ვასმევთ აციკლოვირს. ყველაფერს ისიც ართულებს , რომ არის ნაინსულტარი, კარდიოლოგიური პრობლემებით. ამ ვირუსის შემდეგ გონება აერია. შეიძლება რომ მირჩიოთ? ტვინის მკურნალი?
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს ჩვენი მხრიდან არაეთიკური იქნება.
იმისათვის, რომ გაირკვეს ვირუსმა გამოიწვია თუ არა ეს გართულება, დედათქვენს ესაჭიროება ნეიროინფქციონისტის კონსულტაცია.
ამ ეტაპზე, აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში.
ამიტომ , უმჯობესია მიმართოთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა