შეკრულობა

კითხვა: გამარჯობა მაწუხებს კუჭის შეკრულობაა სასწრაფოთი წამიყვანეს კუჭი გამომირეცხეს და დღეს ისევ ასე ვარ რა არის საშველი იქნებ დამეხმაროთ ოპერაცია ხოარ დამჭირდება?
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.
შეკრულობა არის დაავადება, რომელიც გამოიხატება ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების გაძნელებით ან შეწყვეტით.
გაუვალობის დროს ირღვევა წყლისა და ელექტროლიტების ცვლა, სისხლის მიმოქცევა, ვითარდება ინტოქსიკაცია, დაბრკოლების ზემოთ ნაწლავი გადავსებულია. მის სანათურში გროვდება სისხლის თხიერი ნაწილი, კუჭის, ნაწლავის, პანკრეასის, ნაღვლის წვენი.
24 საათში შეიძლება 8 ლიტრამდე სითხე დაგროვდეს. მცირდება სისხლის მოცულობა. ნაწლავში დაგროვილ სითხეში იწყება დუღილისა და ლპობის პროცესები, რაც ინტოქსიკაციას აძლიერებს. იწყება ცილებისა და ცხიმების დაშლა, ორგანიზმში გროვდება მათი დაშლის პროდუქტები, იწყება აციდოზი, ირღვევა გადავსებული ნაწლავის კედლის გამტარობა, მუცლის ღრუში გროვდება ექსუდატი, რომელიც ინფიცირდება და იწყება პერიტონიტი.
გაუვალობის ზოგიერთი ფორმის დროს შესაძლებელია კონსერვატიული მკურნალობა: ორმხრივი პარანეფრული ბლოკადა ვიშნევსკის წესით, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის შიგთავსის მუდმივი ასპირაცია, ნაწლავის სტიმულაცია, თუმცა ეს ყველაფერი ტარდება იმ ღონისძიებათა პარალელურად, რომლებიც მიზნად ისახავს წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენას, ცილების დეფიციტის, მოცირკულირე სისხლის ცვლილებათა აღმოფხვრას და სხვა.
თერაპიის უეფექტობის შემთხვევაში, აუცილებელია ოპერაციული ჩარევა.
ქირურგიული მკურნალობის მიზანია მუცლის ღრუს სრულყოფილი დათვალიერება და ნაწლავის დაბრკოლების ლიკვიდაცია. ოპერაცია ტარდება ზოგადი ნარკოზით. ოპერაციის შემდეგ ხორციელდება ინტენსიური თერაპია.
პირველ რიგში აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ ხშირი შეკრულობა დიდად საყურადღებოა და აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას. რაც მალე მიმართავთ ამ პრობლემის არსებობისას გასტროენტეროლოგს უფრო შედეგიანიც იქნება მკურნალობა და მით მალე გამოჯანმრთელდებით .
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, ვიზიტისას შეფასდება მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ გასტროსკოპიული კვლევა, რომელზეც კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლებები, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30649/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
ასევე, აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ქირურგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გარწმუნებთ, რომ თქვენი მდგომარეობა მეტად საყურადღებოა, ამიტომ გთხოვთ, გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები და ნუ გადადებთ ვიზიტს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა