მოგესალმებით,
შევეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. კვანძოვანი ჩიყვი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას მსოფლიოში.ეს სერიოზული დაავადებაა, რადგან კვანძის ქსოვილი არ ემორჩილება ორგანიზმის რეგულაციურ გავლენას. ფარისებრი ჯირკვლის კვანძად მიიჩნევა ჯირკვლის შემოსაზღვრული უბნის მოცულობითი ცვლილება, რომელიც აგებულებით ჯანმრთელი ქსოვილისგან განსხვავდება.
კვანძოვან ჩიყვს მრავალფეროვანი კლინიკური სურათი არ ახასიათებს. ერთადერთი, იოდის დეფიციტის დროს შეიძლება ჩამოყალიბდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ავტონომია, რაც თირეოტოქსიკოზის განვითარებამდე მიგვიყვანს.ფარისებრი ჯირკვლის კვანძად მიიჩნევა ჯირკვლის შემოსაზღვრული უბნის მოცულობითი ცვლილება, რომელიც აგებულებით ჯანმრთელი ქსოვილისგან განსხვავდება.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სრული დიაგნოსტიკა ენდოკრინოლოგის, ექოსკოპისტისა და ციტოლოგის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი.
როგორც მოგვითხრობთ, ჩატარებული გაქვთ ციტოლოგიური გამოკვლევა, რითაც დადგინდა კვანძის თვისება და აღებული მასალის შესწავლამ ცხადყო, რომ კვანძი კეთილთვისებიანია.
ამ ეტაპზე, რეკომენდებულია კლინიკური დაკვირვება.
მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს , სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით! მაქვს ფარისებრის პრობლემა დამენიშნა ბიოფსია აღმომაჩნდა 5მმ კეთილ თვისებიანი კვანძი , ექიმმა არ ჩათვალა საჭიროდ რაიმე მედიკამენტის დანიშვნა რამდენად სწორი მიდგომაა? ჩივილები რაც მაქვს ამბობს რომ არ არის ფარისებრიდან გამომდინარე. მადლობა ყურადღებისთვის!
პასუხი: