მოგესალმებით! ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ნევროლოგს. ამ სახის ტკივილები შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული : რას უკავშირებთ ფიზიკურ დატვირთვას, ტრამვა ხომ არ გადაიტანეთ , ემოციას, გონებრივ მუშაობას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, კომპიუტერთან დიდხანს მუშაობას. ხომ არ გაწუხებთ არტერიული წნევის ცვლილება. ხომ არ ვარჯიშობთ დატვირთვით, ან ხომ არ ხართ მკაცრ დიეტაზე. (შესაძლოა მინერალების ბალანსი დაირღვა). ხომ არ გაქვთ ჰორმონალური დარღვევა . ამიტომ , ანამნეზის და დამატებით კვლევების საფუძველზე ნევროლოგი დასვავს დიაგნოზს, დაგინიშნავთ აუცილებელ კვლევებს და შეგირჩევთ მკურნალობას. ასე დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტული იქნება. ჩვენს კლინიკაში ყოველ პარასკევს მიმდინარეობს უფასო კონსულტაციები ნევროლოგთან. შეგიძლიათ ჩაეწეროთ. დამატებითი ინფორმაციისთვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით : 577 119 119 ან 202 25 25 . გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობათ ესეიგი მაწუხებს თავის ტკივილი შიგნიდან მჩხვლეტს თითქოს არის მოვლითი ტკივილი და ხან წინა მხარეს ვგრძნობ ხან უკანა მხარეს უფრო საღამოს საათებში მიმძაფრდება ტკივილი არარის ძალიან ძლიერი გთხოვთ მიპასუხოთ რისი ბრალი შეიძლება იყოს მადლობა დიდი
პასუხი: