მოგესალმებით,
შეხორცებები არის ფიბრინული ჭიმები , რომელიც ვითარდება ორგანიზმში დამცავი რეაქციის სახით , მუცლის ღრუში მიმდინარე ანთებითი პროცესების საპასუხოდ .
შეხორცებები ხშირად გვხდება ღია წესით ჩატარებული ოპერაციების დროს , თუმცა არის შემთხვევები , როდესაც ლაპარასკოპიული მიდგომით ჩატარებული ოპერაციების შემდეგაც დაფიქსირებულა შეხორცებითი დაავადებები.
შეხორცებათა განვითარების რისკს ამცირებს ოპერაციის დროს გარკვეული წესების და სტრატეგიის გამოყენება ,მაგრამ თუ მაინც განვითარდა ეს დაავადება ,მაშინ მისი მკურნალობა ხანგრძლივი და ზოგჯერ მთელი ცხოვრების მანძილზე გახანგრძლივებული პროცესია .
იმის მიხედვით ,თუ როგორია დაავადების კლინიკური გამოვლინება ,ინიშნება შესაბამისი თერაპიული ან ქირურგიული მკურნალობა .
თქვენ ,როგორც აღნიშნავთ ,გაწუხებთ პერიოდული ,ძლიერი ტკივილი მუცლის არეში ,რაც იმაზე მიუთითებს ,რომ არსებობს შეხორცებები და ნაწლავის პერისტალტიკის აქტივობის ცვლილებებთან დაკავშირებით ,შესაძლებელია ამ ტკივილების წარმოშობა .
ცხადია ,ეს უკავშირდება კვებას საკითხებს და მნიშვნელოვანია მისი გარკვეული რეჟიმის დაცვა .
ზოგიერთ საკვებს ,მისი ხასიათიდან გამომდინარე ,ახასიათებს შეკრულობის ,აირთა დაგროვების ,ძნელად და ხანგრძლივად მონელების და სხვა ტიპის თანმხლები მოვლენები .სწორედ ამ მიზეზების გამო,შეიძლება წარმოიშვას ტკივილები მუცელში .
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრების და კვების რაციონალური რეჟიმის შემუშავებაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მაქვს შეხორცებითი დაავადება.სამჯერ ვარ ნაოპერაციები.მაქვს ძლიერი ტკივილი მუცლის არეში პერიოდულად.როგორ მოვიქცე?
პასუხი: