მოგესალმებით,
კიდურის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია. ხელებში მაგისტრალური ნერვები გადის. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდიან, რაც პარესთეზიას - ხელებში ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს.
ხელების დაბუჟება უპირატესად ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება.
როგორც მოგვითხრობთ, გაქვთ ხერხემლის თიაქარი, რის გამოც შესაძლებელია ადგილი აქვს მალათაშუა დისკის ნერვებზე კომპრესიას.
ასევე შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს პერიფერიულ ნეიროპათიას, რაც აღნიშნავს, რომ ნერვი ზიანდება არა თავის ან ზურგის ტვინის დონეზე, არამედ - უშუალოდ კიდურში.
დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან შეუძლებელი და არაკორექტულია.
შემოგთავაზებთ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციას, სადაც ექიმი უშუალო ვიზიტისას მოგცემთ სპეციალურ „დავალებებს“ , გაგსინჯავთ, შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა და ამის შემდეგ დაგენიშნებათ მკურნალობა.
ხოლო, თუ გამოიხატება მაგნიურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ აღნიშნულ კვლევაზე ფასდაკლებას, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანრმთელობას!