შებერილობა

კითხვა: გამარჯობა. მაქვს ყრუ ტკივილი მარცხენა ქვედა ნაწილში, ეხოზე ნაწლავები მაქვს შებერილი, მაწუხებს გაზები, კუჭის მოქმედება მაქვს 3-4დღეში ერთხელ, არ ვარ შეკრული,უბრალოდ არ მინდა გასვლა, როგორც კი მოხდება დეფეკაცია იმ დღეს აბსოლიტურად არ მაწუხებს, ტკივილის შეგრძნება მაქვს ასევე ბეჭის ქვეშ, მამოლოგთან ნამყოფი ვარ, არ მაქვს არაფერი, მირჩიეთ რამე, ექიმთან მისვლა მეშინია.
პასუხი:

მოგესალმებით, 

მეტეორიზმი საკვების მონელების დარღვევის გამო, ნაწლავებში აირების დაგროვებაა, რაც ზოგჯერ ჯანმრთელ ადამიანებსაც აწუხებთ, თუმცა უმეტესად საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.

მუცლის შებერილობა ზოგჯერ წყლულოვან დაავადებას, გასტრიტს, დუოდენიტს, ნაწლავების ანთებით დაავადებებს, ღვიძლისა და სანაღვლე გზების პათოლოგიებს, კუჭ-ნაწლავის ონკოლოგიურ დაავადებებს ახლავს თან. მუცლის შებერილობის კიდევ ერთი მიზეზია დისპეფსია( მუცლის არეში დისკომფორტი, მუცლის შებერილობა, სწრაფად დანაყრებისა და კუჭის სისავსის შეგრძნება), რომელიც შეიძლება შფოთვით და დეპრესიითაც იყოს გამოწვეული.

დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩასატარებლად გასტროენტეროლოგს უნდა მიმართოთ, რომელიც სათანადო კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე დაგისვამთ დიაგნოზს და მკურნალობის კურსს დაგინიშნავთ.

ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ უპრეცედენტო ფასდაკლება, მთლიანი მუცლის ღრუს  კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლევაზე, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31027/uprecedento-aqcia-muclisa-da-menjis-ghrus-kompiuteruli-tomografia-peroraluri-da-intravenuri-kontrastirebit

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა