კითხვა: გამარჯობა, მყავს სამწლინახევრის ბავშვი, რომელსაც გავუკეთეთ ოპერაცია. ნარკოზის მერე ძალიან აღზნებული და გაღიზიანებულია. მაინტერესებს როდემდე იქნება ასე და რა შეიძლება დავალევინო? წინასწარ გმადლობთ.
პასუხი:
მოგესალმებით,
ანესთეზია ხელოვნური გზით ტკივილის შეგრძნების დათრგუნვაა.
როგორც ყველა დარგში ანესთეზიის დროსაც არსებობს გვერდითი ეფექტები და გართულებები. რასაკვირველია, ეს რისკები ექიმ ანესთეზიოლოგს დაჰყავს მინიმუმამდე. გვერდითი მოვლენების უმრავლესობა ოპერაციის შემდეგ მალევე ქრება და არ გრძელდება დიდხანს.
პრეპარატებზე მითითებას ვერ მოგცემთ დისტანციურად, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !