მოგესალმებით,
სასურველია დაზუსტდეს, კონკრეტულად, რომელ ჭიაზეა საუბარი რადგან ასეთი ჭიები ბევრია, მაგალითად: ენტერობიუსები, ასკარიდები, ლამბლიები , ამება, ლენტურა ჭიები და ა.შ.
მკურნალობაც თითოეულის შემთხვევაში, შესაძლებელია, განსხვავებული იყოს, ასე რომ, დისტნაციურად მედიკამეტებზე ვერ მიგითითებთ, ეს პროფესიულად გაუმართლებელია.
გირჩევთ, დამოუკიდებლად მედიკამენტების მიღებას თავი აარიდოთ, ასევე სასურველია პარაზიტოლოგთან და პედიატრთან კონსულტაცია გაიაროთ, როგორც თქვენ, ისე პატარამ, რადგან შესაძლებელია საქმე გვქონდეს ენტერობიოზთან, რომლის დროსაც ხდება თვითდასნებოვნება - ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მისივე უკანა ტანის არეში არსებული კვერცხების მოხვედრა და ჰეტეროინვაზია – სხვა პირის დასნებოვნება.
პარაზიტის მიერ გამოყოფილი მომწიფებული კვერცხები მიმოიფანტება ტანსაცმელზე, სათამაშოებზე, ჭურჭელზე, ისვრება ხელები, ხელებიდან კი კვერცხები პირის ღრუში ხვდება ბავშვთა ასაკში ფართოდ გავრცელებული ჩვევის – თითების პირში ჩადების გამო.
პარაზიტოლოგის კონსულტაციის მისაღებად ,საჭიროა მიაკითხოთ პარაზიტოლოგიის პროფილურ ცენტრს ,სამწუხაროდ ჩვენ ვერ დაგეხმარებით ,თუმცა კატეგორიულად გირჩევთ ,რომ არ გადადოთ ვიზიტი .
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა მყავს 4 თვის პატარა და ვამჩნევ დრო და დრო რომ მყავს თეთრი ჭიები.შეიძლება რომ მივიღო რაიმე მედიკამენტი?
ბავშვი მყავს ბუნებრივ კვებაზე.რამდენად საშიშია ეს?
პასუხი: