მოგესალმებით,
შარდში სისხლის შემცველობას სამედიცინო ენაზე ჰემატურიას უწოდებენ. თუ შარდში სისხლის შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც შესაძლებელია, ამას „მაკროსკოპულ“ ან „ხილვად ჰემატურიას“ უწოდებენ, ხოლო თუ შარდში სისხლის აღმოჩენა მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევების შემდეგაა შესაძლებელი, ამას „მიკროსკოპულ“ ან „უხილავ ჰემატურიას“ უწოდებენ.
შარდში სისხლი საშარდე გზებიდან უნდა მოხვდეს, კერძოდ თირკმლებიდან, შარდის ბუშტიდან ან საშარდე მილებიდან, რომლებიც შარდს ატარებენ.
ძალიან მნიშვნელოვანია, ნამდვილად არის თუ არა სისხლი შარდში? შარდის წითლად შეფერვა შესაძლოა გარკვეული საკვების (მაგ: ჭარხალი) ან მედიკამენტების (მაგ: ანტიბიოტიკები სახელად ნიტროფურანტოინი ან რიფამპიცინი) მიღებამაც გამოიწვიოს და ცრუ განგაშის საწინდარი გახდეს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში უროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ანამნეზის შეკრებისა და ობიექტური შეფასების შემდეგ, ექიმი თავად მოგახსენებთ საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების შესახებ.
უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: შარდში სისხლდენის დროს ყველაზე ზუსტი გამოკვლევა რა უნდა გაკეთდეს რომ გავიგო სიმსივნე არის თუ არა?
პასუხი: