ვიზიტი ნეიროქირურგთან

კითხვა: გამარჯობა ვარ 66 წლის ქალბატონი. ჩემი დიაგნოზია სქოლიოზი, შმორლის თიაქარი, L4 მალაში. L4-L5, L5-S1 მალთა შუა დისკების პროტრუზია. TH 12 მალის ჰემანგიომა. ერთი თვის წინ დამეწყო ძლიერი ტკივილები წელის არეში ნეიროქირურგმა დამინიშნა შემდეგი მკურნალობა ტენიკამი 20 მგ დღე ჩაგდებით 6 ამპულა. დიოქსიფლექსი B12 დღე ჩაგდებით 6 ამპულა დავამთავრე მკურნალობა წელის არეში მომცა შეღავათი მაგრამ ხერხემლის მარცხენა მხარეს მაქვს გაუსაძლისი ტკივილები რომლსაც ვერანაირი ტკივილგამაყუჩებელი ვერ მოყუჩებს როგორ მოვიქცე და რას მირჩევთ. მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს დასკვნაში აღწერილი პათოლოგიები : შმორლის თიაქარი, L4 მალაში. L4-L5, L5-S1 მალთა შუა დისკების პროტრუზიო, ანუ წელის მიდამო – როგორც ჩანს დაემორჩილა მკურნალობას ,ხოლო გულმკერდის მიდამოში არსებული TH 12 მალის ჰემანგიომა მოითხოვს გაცილებით უფრო სრულყოფილ შესწავლას და დამატებითი ღონისძიებების დაგეგმვას, რაც ნეიროქირურგიის პრეროგატივაა.
რაც შეეხება მალის ჰემანგიომას (ვერტებრალური ანგიომა) იგი ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი ხერხემლის სიმსივნეა.
გამოვლენილი ჰემანგიომების უმრავლესობას მკურნალობა არ ესაჭიროება. მკურნალობა აუცილებელია, როდესაც პაციენტს გააჩნია ნევროლოგიური დეფიციტი ან ძლიერი ტკივილის სიმპტომი. მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა მკურნალობის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც შეირჩევა ინდივიდუალურად ( ენდოვასკულარული ემბოლიზაცია და შემდგომი ლამინექტომია და ა. შ) უმჯობესია, ამის შესახებაც ინფორმაცია მიიღოთ უშუალოდ ნეიროქირურგის მხრიდან.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენს კლინიკაში ნეიროქირუგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც კლინიკის აქციის ფარგლებში ტარდება ყოველ პარასკევს.
ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი კი, აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ ინდივიდუალურ და თქვენზე მორგებულ მკურნალობის კურსს.
თუ გამოიკვეთება განმეორებითი მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/15961/uprecedento-aqcia-mtliani-kherkhemlisa-da-zurgis-tvinis-kvleva.-magnitur-rezonansuli-tomografia

გაცნოებებთ, რომ ნეიროქირურგთან  უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა