შარდის საერთო ანალიზი - ნეფროლოგია

კითხვა: გამარჯობა ვარ 20 წლის მარჯვენა მხარეს თირკმელთან მაწუხებს ტკივილები ავიღე შარდის ანალიზი და გთხოვთ პასუხებში გამარკვიეთ,რაც მეეჭვება მხოლოდ მათ დავწერ დანარჩენი ყველაფერი წესრიგში მაქვს, ბრტყელი ეპითელი შარდის ნალექში 0-1 (ნორმა-ერთეული რაო-თი), ლეიკოციტები შარდის ნალექში 1-2 (ნორმა 0-6),ერითროციტები შარდის ნალექში 0-1-2 (ნორმა ერთეული რაო-თი) ლორწო შარდის ნალექში მცირე რაოდენობით (ნორმა ერთეული რაოთი),ბაქტერიები შარდის ნალექში ერთეული რაოთი (ნორმა არ აღენიშნება ან ერთეული რაოთი) მარილების განსაზღვრა შარდის ნალექში ოქსალატები მცირე რაოთი (ნორმა უმნიშვნელო რაოთი) რისი ბრალი შეიძლება იყოს? რაიმესაშიში ხომარაა?
პასუხი:

მოგესალმებით,
თირკმლის პათოლოგიაზე მხოლოდ შარდის საერთო ანალიზით მსჯელობა შეუძლებელია.
იმავდროულად აუცილებელია გაიკეთოთ თირკმელების ექოსკოპია და ლაბორატორიული ტესტები.
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ,შესაძლოა ეჭვი მივიტანოთ საშარდე სისტემაში მარილების არსებობაზე, თუმცა თირკმელების პათოლოგიები მრავალფეროვანია და სრული დიფერენცირებისათვის ექიმმა–სპეციალისტმა უნდა მიღოს კვლევების დანიშვნის, ხოლო შედეგების მიხედვით ინტერპრეტირება და დიაგნოზის შესახებ გადაწყვეტილება.
თქვენი შარდის ანალიზის მიხედვით, ვფიქრობთ, რომ საგანგაშო არაფერი გაქვთ, მაგრამ გირჩევთ კვლევების გაღრმავებას.
შეგიძლიათ მიმართოთ ექიმს, ვინც კვლევა დაგინიშნათ, ან ალტერნატიული აზრის მოსასმენად მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნეფროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ჩაგიტარდებათ კვალიფიციური დახმარება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა