უპეების შეშუპება - ნეფროლოგია

კითხვა: შეკითხვა ნეფროლოგს.გამარჯობა.ვარ 55 წლის.მაქვს პრედიაბეტი.ვღებულობ მარეგულირებელს პრიმოლ სრ-ს და კონკორს ტაქიკარდიის გამო.ასევე სტატინს ქოლესტერინის გამო.ზოგჯერ მაინც მიწევს წნევა.150-ან 160,-ზე,კრეატინინი ნორმაშია.წვივები არ მუშუპდება.სევე ამოკვეთილი მაქვს 6 წლის წინ ფარისებრი ჯირკვალი.TSH'ს ვაკონტროლებ.3 წელი ა მიშუპდება თვალები.განსაკუთრებით ქვედა უპეები.შეიძლება თუ არა ეს უკავშირდებოდეს თიეკმელს?
პასუხი:

მოგესალმებით,
შეშუპების გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორებია სისხლში ცილა ალბუმინის შემცველობის დაქვეითება.
შეშუპებას საფუძვლად ასევე შეიძლება დაედოს კაპილართა კედლების დაზიანება, მათი განვლადობის ზრდა, სისხლის მიმოქცევის სისტემაში წნევის მატება და ვენური ან ლიმფური ნაკადის ბლოკირება ზეწოლის გამო.
შეშუპება ადგილობრივიც შეიძლება იყოს და ზოგადიც. სახის შეშუპება ზოგჯერ ადგილობრივი ფაქტორებით არის გამოწვეული, ზოგჯერ კი ზოგადი დაავადებების გამოვლინებას წარმოადგენს.
მიმოწერის რეჟიმში ზუსტი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება. სასურველია, გავეცნოთ ჩატარებული კვლევების პასუხებს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშოთ დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, რის შემდეგაც შეგვეძლება ამომწურავად და დაზუსტებით მოგაწოდოთ ინფორმაცია.
შეგიძლიათ, მიმართოთ ჩვენს კლინიკაში ნეფროლოგს, რომელიც დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა